Geo
Eng
რადიოლოკატორის შენობა
შენობა მდებარეობს საქაერონავიგაციის კუთვნილ ტერიტორიაზე. ფუნქციურად წარმოადგენს რადარის დამხმარე ნაგებობას.
შენობის ფორმა წაგრძელებული მართკუთხა ფორმისაა და შუაში მდგარი რადარი მას ორ ნაწილად ყოფს. ერთ მხარეს მდებარეობს ღია ავტოსადგომი, „შელტერის სათავსო“ და მომსახურე პერსონალის ოთახების ბლოკი, სადაც მოხვედრა შესაძლებელია პანდუსით. მეორე მხარეს მდებარეობს დამხმარე სათავსო. ყელა ამ ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციას აერთიანებს ბეტონის ბრტყელი გადახურვა რომელზედაც მოწყობილია ღია ტერასა და ამოჭრილია ელიფსის ფორმის ღიობი რადარისთვის. ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ელექტროქვესადგური.