მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ნატახტარის ქუჩაზე
წარმოგიდგენთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს. აქ განთავსებულია 63 ბინა. შენობის მიწისპირა და მიწისქვეშა სართულზე არის საპარკინგე ზონა, გათვლილი 38 ავტომობილისთვის. ბინები განთავსებულია 9 სრულფასოვან და 1 არასრულ სართულზე. ყველა ბინას გააჩნია საზაფხულო ფართი. შენობაში გვხვდება ორი კიბის უჯრედი და ერთი სატვირთო ლიფტი. პირველ სართულზე განთავსებულია მარკეტები და სხვა მსგავსი ტიპის კომერციული ფართები.
სახლი განთავსებულია იყალთოს გორაზე და გადაჰყურებს მზიურის პარკს.