Geo
Eng
ფალიაშვილის 67

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შედგება 14 ზედა და 2 მიწისქვეშა სართულისგან.

შენობა მულტიფუნქციურია. პირველი ორი სართული გათვლილია, როგორც საოფისე ასევე კომერციული ფართი, ხოლო დანარჩენი შენობა არის გათვლილი  საცხოვრებელ ფართად. მიწისქვეშა სართულებზე კი, საპარკინგე ზონაა 20 ავტომობილისთვის.

შენობა წარმოდგენილია მოდერნისტული ბადის ფასადით, რომელიც იხრება ქუჩიდან, გადახრა ქუჩის ბრუტალურ სივრცეს აფართოებს და ქვეითთათვის, შენობა ექვს სართულიან ნაგებობად წარმოდგება. მინიმალისტური დიზაინი ერთობლივად ქმნის წესრიგს ქაოტურ გარემოში.
შენობის სრული ფართი 5900 კვ/მ-ია (1000 კვ/მ მიწისქვეშა და 4900 კვ/მ მიწისზედა)