ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ი. მოსაშვილის ქუჩა №26-ში მდებარე. მულტიფუნქციური, 11სართულიანი შენობა-ნაგებობა. აქ დაგხვდებათ, როგორც საცხოვრებელი ბინები ასევე კომერციული ფართები და პენთჰაუსი, რომელიც განთავსებულია შენობის ბოლო, ტერასის სართულზე. ასევე მიწისქვეშა პარკინგი, რომლისთვისაც გამოყოფილია -3 სართული და გათვლილია 45 ავტომობილზე.
არსბულ გარემოში იგი გამორჩეულია როგორც ფორმით, ასევე ფერითა და მოსაპირკეთებელი მასალით.
მთავარი ფასადი ი. მოსაშვილის ქუჩაზე გადის. აივნების ტალღისებრ, ტეხილ ფორმებსა და პერფორირებულ ლითონის მოაჯირებს მოძრაობაში მოჰყავთ ერთი შეხედვით სადა, პარალელეპიპედის ფორმის შენობა ყოველივე ეს განსაკუთრებულ ხასიათსა და ენერგიას სძენს როგორც თავად შენობას, ასევე ირგვლივ გარემოს.
უკანა ფასადი, მთავარისგან განსხვავებით, გამოირჩევა სისადავითა და სიმარტივით.