დედაენისა და 9 მარტის ბაღებს მათი ადგილმდებარეობისა და ისტორიის გამო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ქალაქის ურბანულ კონტექსტსა და ცხოვრებაში. ისინი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ე.წ. "მშრალ ხიდთან" მდებარეობს. ამ ორ ბაღს ერთმანეთისგან მცირე ქუჩა ყოფს. ისინი ამ ქუჩას პარადული კიბეებით უკავშირდებოდა.
დღესდღეისობით ამ ორ ბაღს მრავალფუნქციური სივრცის დატვირთვა აქვს შეთავსებული. 9 მარტის ბაღი უფრო მეტად სავაჭრო ფუნქციას ითავსებს ხოლო დედაენის ბაღი დასასვენებელ, სასეირნო, სპორტულ სივრცეს წარმოადგენს. მიუხედავად ამ ორი ბაღის პოპულარობისა და დატვირთვისა, ვაწყდებოდით გარკვეულ პრობლემებს, როგორებიცაა მათ შორის კომუნიკაციის სირთულე და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა. სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება დედაენის და 9 მარტის ბაღების დამაკავშირებელი გვირაბისა და 9 მარტის ბაღის მიმდებარედ საფეხმავლო ქუჩის გფართოვებისა და მისი ნფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტიც.
გარდა იმისა, რომ გვირაბმა ერთმანეთს დააკავშირა ორი ბაღი, რითაც გაამარტივა მობილობა მათ შორის, ამასთანავე განაპირობა ახალი დამატებითი სივრცეების შექმნის საშუალება. გვირაბის შიგნით განთავსბულია საზოგადობრივი საპირფარეშოები, საწყობები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები. პროექტი ასევე მოიცავდა ამფითეატრის მოწყობას, რაც საბოლოოდ არ განხორციელებულა.
რაც შეეხება საფეხმალო ქუჩას, გაფართოვებასთან ერთად დაიგეგმა სახელდახელოდ დამზადებული საგამოფენო-სავაჭრო სტენდების ახლით ჩანაცვლებაც, რაც უფრო მეტად გაამარტივებდა ქუჩაზე მიმდინარე პროცესებს, მაქსიმალურად შეუფერხებელს გახდიდა ერთდროულად ხალხთა ნაკადის გადაადგილებასა და სტენდებზე გამოფენილი ნივთებით ვაჭრობას.
პროექტზე მომუშავე გუნდი: გიორგი ინასარიძე, მიხეილ მაღლაკელიძე, თენგიზ ალავერდაშვილი, ლევან მირიანაშვილი